ERCO GmbH: 75 light years

"ერკო" თვლის, რომ ყიდის სინათლეს და არა – სანათებს. ეს მიდგომა, რომელიც სინათლის არამატერიალურ ბუნებას სანათების ფიზიკურ მასალაზე მაღლა აყენებს, წარმოადგენს “ერკოს” საფირმო ნიშანს მრავალი წლის მანძილზე. ზუსტად ამიტომ უწოდებს ერკო თავს "სინათლის ქარხანას".

"მომართე სინათლე" – ეს დევიზი ასახავს არქიტექტურული განათებისთვის "ერკოს" მიერ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მუდმივ ძიებას: სინათლის შექმნის, მართვისა და კონტროლის დროს, ეფექტური ვიზუალური კომფორტისა და სცენოგრაფიული დიზაინის განზომილებებისთვის. ამის მაღალ დონეზე განხორციელების ძირითადი საშუალებაა ინოვაცია. "ერკოსთვის", როგორც სინათლის ქარხნისთვის, მთავარი ამოცანაა ტექნოლოგიის გარდაქმნა კულტურად. ამის შედეგად ვღებულობთ განათების იმ საშუალებებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის ყველა ტექნიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნას. ამავდროულად, გამოვლინდება მთელი ის მომხიბლავი ძალა და მაგია, რაც ახასიათებს "სინათლედ" წოდებულ "არამატერიალურ მატერიას".

www.erco.com

Pic

Pic

Pic

______________________________

Pic